პირველი მოდული დავიწყეთ მოლოდინების გამოთქმით პროგრამის გარშემო ,ინტელის 9 დღიანი პროგრამის კურსის გაცნობით. გავეცანით პროგრამის სტრუქტურას და ამოცანებს.
გავეცანით ინტელის ელ.გზამკვლევს, ვნახეთ პროექტების ნიმუშები.,ვისწავლეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, გავიხსენე დაარქივებული ფაილის განარქივება,შევქმენით ჩვენი ელ.პორტფოლიო და იქ შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი.
მეორე დღეს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ წავიკითხეთ და შევქმენით ცნების რუკა .გავაკეთეთ ჯგუფური პრეზენტაციები.გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს. ვნახეთ გზამკვლევში პუბლიკაციის ნიმუშები და შაბლონები.პროგრამა ვორდში ვნახეთ თუ როგორ შეიძლება ბუკლეტების მომზადება ,ტექსტის 3 სვეტად გაყოფა .ტექსტ ბოქსის ჩასმა. ბოლოს შევქმენით ბლოგი.ტრენინგი იყო საინტერესო. განსაკუთრებით ღირებული \ჩემთვის იყო ბლოგის შექმნა.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნანა ედიშერაშვილს, საინტერესო ტრენინგისთვის!