Saturday, November 26, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

   მეოთხე მოდული ძალიან  საინტერესო იყო.ვიმსჯელეთ თუ ,როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი;განვიხილეთ ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ,პუბლიკაციის,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.
  მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა,დამეხმრა,განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს, რომ ავსახოთ ნიმუშში.

  მას შემდეგ,რაც მოსწავლის თვალთახედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შემექმნა,თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.

No comments:

Post a Comment